საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2017 წ. -საქართველო
პროექტი „ევროკავშირის სამეზობლო აღმოსავლეთი“ კომპანია ACT-თან თანამშრომლობით, ყოველწლიურად ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა).
2017 წლის კვლევის თანახმად:
- საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის ზრდის ტენდენცია აღინიშნება, სადაც მოსახლეობის 59% დადებითი აზრისაა ევროკავშირის შესახებ.
- საქართველოს მოქალაქეთა 83% დადებითი აზრისაა ევროკავშირთან არსებული ურთიერთობების შესახებ – ეს მაჩვენებელი დაახლოებით 75% იყო შარშან, რაც საგრძნობლად აღემატება რეგიონში არსებულ იმავე საშუალო მაჩვენებელს – 61%-ს.
- საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს, რაც აღემატება გაეროს (56%) და ნატოს (54%) ანალოგიურ მაჩვენებლებს.
- საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი (58%) კარგად არის ინფორმირებული ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და მათი თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ეფექტურია (ეს მაჩვენებელი 59% იყო 2016 წელს, მაშინ როდესაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელი 53%-ს შეადგენდა).
ყოველწლიური კვლევების მიზანია, შეისწავლოს და უკეთ გაიგოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეების მოსაზრებები და შეაფასოს მათი ცნობიერების დონე, ევროკავშირის და პარტნიორ ქვეყნებთან მისი თანამშრომლობის შესახებ. კვლევები მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
- ზოგადი მოსაზრებები ევროკავშირის შესახებ
- ევროკავშირთან ასოცირებული ღირებულებები
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შეფასება
- მოსახლეობის ინფორმირებულობა ევროკავშირის მხარდაჭერის და ამ მხარდაჭერის ეფექტურობის შესახებ
- ინფორმაციის წყაროები
- ქვეყნის შეფასება და მოლოდინი
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული მიმოხილვა და ინფოგრაფიკა ხელმისაწვდომია აქ
დეტალური ინფორმაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე
ჩამოტვირთვა
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]