შავი ზღვის დღე საქართველოში
31 ოქტომბერს საქართველოში შავი ზღვის დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, EU4Emblas ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება მოეწყო.
ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, „გაიგე მეტი შენი ზღვის შესახებ“. მისი მიზანი იყო მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შავ ზღვასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა, როგორიცაა შავი ზღვის შესაძლო საფრთხეები, აკვაკულტურის განვითარება და შავი ზღვის მდგომარეობა საქართველოს და უკრაინის სანაპიროების მიმდებარე ტერიტორიებზე. ექსპერტებმა თურქეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან დამსწრეებს საკუთარი დაკვირვებები გაუზიარეს.
კონფერენციის შემდეგ ყველა მონაწილე მდინარე ჭოროხის შესართავთან სანაპიროს გაწმენდის ერთობლივ ღონისძიებაში ჩაება. მთლიანობაში მათ სამდინარო და საზღვაო ნარჩენების ათი ასლიტრიანი პარკი შეაგროვეს.
გარდა ამისა, ახალგაზრდა მონაწილეებს წიგნი, „შავი ზღვის საიდუმლოებანი“ და სხვა საჩუქრები გადაეცათ.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]