ევროკავშირი და გერმანია საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმას შეუწყობენ ხელს
8 დეკემბერს ევროკავშირმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად მორიგი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა დაიწყეს. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 8.5 მილიონი ევროა.
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის (GESR) მიზანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება და სახელმწიფო, სამრეწველო და საცხოვრებელი შენობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება. ამასთან, დაგეგმილია ევროკავშირის დირექტივების საფუძველზე ელექტროენერგიის ბაზრის მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა და განახლებადი ენერგეტიკის შემდგომი განვითარების წახალისება.
ამ მიზნით, პროგრამის ფარგლებში შემუშავდება ენერგოეფექტიანობის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ბაზით გათვალისწინებული მეორადი კანონმდებლობა.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]