Skip to main content
EU4Energy საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარება
[featured_image_copyright]
თებერვალი 25, 2022

EU4Energy საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარება


17 თებერვალს ენერგეტიკული თანამეგობრობის ექსპერტებმა საქართველოში პროგრამის, EU4Energy ტექნიკური დახმარების ინიციატივა აამოქმედეს. ინიციატივა ევროკავშირის წარმომადგენლობის და ეროვნული ხელისუფლების ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების მხარდაჭერით ხორციელდება. 

ღონისძიება საქართველოს იმ წესების შემოღებაში დაეხმარება, რომლებიც უზრუნველყოფს მიწოდების უსაფრთხოებას ელექტროენერგიის სექტორში. ეს ხელს შეუწყობს ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული კრიზისების პრევენციას, მართვასა და შემსუბუქებას. ამ გზით კი გაიზრდება მოქალაქეებისა და მრეწველობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების დონე.  

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ელექტროენერგიის სექტორისთვის ე.წ. „რისკისათვის მზადყოფნის გეგმის“ მომზადებაში დაუჭერს მხარს. ეს მოხდება ევროკავშირის ახალი  „რისკისათვის მზადყოფნის რეგულაციის“ შესაბამისად, რომელიც მინისტრთა საბჭომ გასულ წელს მიიღო. ამ გეგმაში გათვალისწინებული იქნება საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის  დამახასიათებელი თავისებურებები.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,