[featured_image_copyright]
ივნისი 3, 2022
ევროკავშირის ელჩები რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეექვსე პაკეტის მიღებას დაეთანხმნენ
2 ივნისს ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER II) დაეთანხმა სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც 30 მაისს ევროპულმა საბჭომ საგანგებო შეხვედრაზე წარადგინა.
სანქციების ამ პაკეტში შედის:
- სანქციები უსაფრთხოების და სამხედრო აპარატის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულები არიან ბუჩაში მომხდარ მასობრივ ხოცვა-ჟლეტასთან; ასევე, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული სამრეწველო და ტექნოლოგიური სექტორის ორგანიზაციების, ოლიგარქების, რუსული პოლიტიკის პროპაგანდისტების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
- რუსეთიდან ზღვის გავლით ნავთობის იმპორტის აკრძალვა. ეს აკრძალვა – გერმანიის და პოლონეთის მიერ ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან ერთად – რუსეთიდან ნავთობის იმპორტს მიმდინარე წლის ბოლომდე 92%-ით შეამცირებს.
- ამ გადაწყვეტილებას რაც შეიძლება მალე დაემატება რუსეთიდან ნავთობის მილსადენის საშუალებით იმპორტის აკრძალვაც.
- SWIFT-ის მომსახურების სისტემიდან სამი რუსული ბანკის – მათ შორის „სბერბანკის“ – და ბელარუსის ერთი ბანკის გათიშვა.
- რუსეთში ექსპორტის აკრძალვის გახანგრძლივება – მათ შორის ქიმიკატებსა და მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე.
- რუსეთის ნავთობის სექტორისთვის მომსახურების მიწოდების აკრძალვა.
- რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი სამი მასობრივი ინფორმაციის საშუალების აკრძალვა.
- რუსეთის ოპერატორებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის აკრძალვა.
სანქციების ამ პაკეტს ევროპული საბჭო წერილობითი პროცედურით დაამტკიცებს იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი ტექსტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 3 ივნისს გამოქვეყნდება.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]
[related_news]
[yea_euprojectshortlist]
თემაზე
[posts_by_post_tax]