საქართველოში რეგიონული პროგრამის, „EU4Youth: ახალგაზრდობის დასაქმება და მეწარმეობა“, ახალი ფაზა ოფიციალურად დაიწყო
ახალი რეგიონული პროგრამა, „EU4Youth: ახალგაზრდობის დასაქმება და მეწარმეობა“, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში ოფიციალურად დაიწყო. პროგრამის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის წახალისებაა.
პროგრამის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოში 18 მაისს ჩატარდა, სომხეთში — 25 მაისს, ხოლო მოლდოვაში — 1 ივნისს. აზერბაიჯანში კი პროგრამის დაწყება 23 ივნისისთვის არის დაგეგმილი.
2022-2024 წლებში პროგრამა დაეხმარება ახალგაზრდებს, გაიუმჯობესონ კარიერის მართვის უნარები და დაამყარონ კავშირები სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორებთან. კერძოდ კი, პროგრამა პოლიტიკის სფეროსა და შრომით ბაზარზე მოქმედი წამყვანი უწყებების პოტენციალის ამაღლებაზე კონცენტრირდება.
პროგრამა თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ლიეტუვის პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტო (CPMA) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]