ევროკავშირი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე კონკურსს აცხადებენ
პროგრამა EU4Gender Equality აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების — აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაფართოების, გენდერული ძალადობის პრევენციის და მასთან ბრძოლის მიზნით ტარდება.
კონკურსის ამოცანა საზოგადოების ყურადღების ისეთი პრობლემებისადმი მიპყრობაა, როგორიცაა ქალთა და გოგოების წინააღმდეგ მიმართული გენდერული სტერეოტიპები, სოციალური ნორმები და დისკრიმინაციული პრაქტიკა. ამ მიზნის შესრულების გზად კი ცნობიერების ამაღლება, კომუნიკაცია, სოციალური მობილიზაცია და/ან სხვა შემოქმედებითი მიდგომების დანერგვაა დასახული.
საკონკურსო წინადადებებში წარმოდგენილი ინიციატივები ორ ან მეტ საპროექტო ქვეყანას უნდა მოიცავდეს. დაფინანსება კი შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტირების პრინციპით გაიცემა.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1 ივლისი.
კონკურსი პროგრამის, „EU 4 Gender Equality: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“, ფარგლებში ტარდება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ამ პროგრამას გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ახორციელებენ.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]