ახალგაზრდები ჯანმრთელი და დემოკრატიული საზოგადოებისთვის: წაიკითხეთ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ჟურნალის მეორე გამოცემა
ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა თავიანთი ჟურნალის, YEA Magazine, მეორე ნომერი გამოაქვეყნეს. ნომერი ევროპის საბჭოს კამპანიის, „დემოკრატია აქ | დემოკრატია ახლა!“ და ახალგაზრდული აქტივობის კვირის თანადროულად გამოიცა.
გამოცემაში განხილულია სხვადასხვა მოსაზრება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ. აქვე გაანალიზებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების მომავლის ხედვა და ის გავლენა, რომელსაც ისინი თავიანთ საზოგადოებებზე ახდენენ.
რადგან მიმდინარე წელი ევროპის ახალგაზრდობის წელია, ამ ნომრის მთავარი სათქმელიც შემდეგია: გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ახალგაზრდებს უნდა ექცეოდეთ განსაკუთრებული ყურადღება და გათვალისწინებული უნდა იყოს მათი უფლებები და საჭიროებები. მათ უნდა ჰქონდეთ სამოქმედო სივრცე, რომელსაც იმსახურებენ. ახალგაზრდების ქმედითი აქტივობა ჯანმრთელი და დემოკრატიული საზოგადოების წინაპირობაა.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა ნებაყოფლობითი ქსელია, რომელიც აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიანებული სამეფოს ახალგაზრდებს ერთმანეთთან აკავშირებს. ქსელის მიზანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, სხვადასხვა საკითხზე პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა, სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების მხარდაჭერა და ერთად მუშაობა უკეთესი მომავლისათვის.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]