EU4Culture: ზუგდიდმა კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირის დაფინანსება მიიღო
ზუგდიდმა პროექტ EU4Culture-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და გრანტის სახით 300,000 ევრო მიიღო. ის ამ თანხას კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად გამოიყენებს.
კონკურსის წინა ეტაპზე გადასულმა 14-მა ქალაქმა (კონკურსში მონაწილე თითო ქვეყნიდან სამამდე ქალაქი) კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად ევროკავშირისგან 30,000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო.
ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პროექტი ზუგდიდს შესთავაზებს პოტენციალის გაზრდის პროგრამას, რომელიც უშუალოდ ქალაქის საჭიროებებზე იქნება მორგებული.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture განსაკუთრებულ ყურადღებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმ ქალაქების კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარებას უთმობს, რომლებსაც დედაქალაქის სტატუსი არ აქვთ. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]