ჯანმოს და ევროკავშირის ახალი პლატფორმა: გაეცანით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ინფორმაციას ქართულ ენაზე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სანტიაგო-დე-კომპოსტელას საუნივერსიტეტო კლინიკამ, ევროკავშირის დაფინანსებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ახალი პლატფორმა შექმნეს.
ვებსაიტზე გამოქვეყნებულია ვიდეორგოლები და პოდკასტები, რომლებიც ვაქცინაციასთან დაკავშირებულ 135 შეკითხვას სცემს პასუხს. პლატფორმა განკუთვნილია როგორც ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ვაქცინაციის შესახებ მეტის გაგება სურს.
ქართულის გარდა, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ, უკრაინულ, რუმინულ და რუსულ ენებზე.
პოდკასტების მოსმენა ასევე შესაძლებელია Soundcloud-ზე, Spotify-ზე და Apple Podcasts-ზე. კითხვები და პასუხები კი შეკრებილია PDF ფორმატშიც, რაც მათი ამობეჭდვის ან უინტერნეტოდ წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.
გარდა ამისა, პლატფორმის მომხმარებელს შეუძლია, გახდეს ხელმომწერი და დაუყოვნებლივ გაეცნოს საიტზე ატვირთულ სიახლეებს.
დამატებითი ინფორმაცია
პლატფორმა „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და ვაქცინაციის განმარტება“
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]