Skip to main content
Culture Moves Europe: ცხადდება რეზიდენტურის მასპინძლობის კონკურსი საქართველოსა და უკრაინისთვის
მარტი 16, 2023

Culture Moves Europe: ცხადდება რეზიდენტურის მასპინძლობის კონკურსი საქართველოსა და უკრაინისთვის


15 მარტს პროგრამის, Culture Moves Europe („ევროპას კულტურა ამოძრავებს“), ფარგლებში რეზიდენტურის მასპინძლობისთვის მობილობის სქემის პირველი კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება საქართველოსა და უკრაინაში მოქმედ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ ცალკეულ ხელოვანებსაც აქვთ. ინიციატივა დააფინანსებს მათ, ვისაც სურთ, რომ რეზიდენტურის პროექტის ფარგლებში კულტურისა და ხელოვნების უცხოელ პროფესიონალებს უმასპინძლონ. 

რეზიდენტურის კონკურსი ეძებს მასპინძლებს, რომლებიც არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინისა და მოდის ინდუსტრიის, ლიტერატურული თარგმანის, მუსიკის ან საშემსრულებლო და ვიზუალური ხელოვნების სფეროებში მუშაობენ.

პროექტი 22-იდან 300 დღემდე უნდა გაგრძელდეს. თითოეული ინდივიდი (მაქსიმუმ 5), რომელსაც მასპინძლობა გაეწევა, იცხოვრებს  მასპინძლის მიერ უზრუნველყოფილ საცხოვრებელ სივრცეში და თავისი დროის სულ მცირე 70%-ს რეზიდენტურის პროექტზე მუშაობას დაუთმობს. პროექტი და ინდივიდების მიერ რეზიდენტურაში გატარებული დროის პერიოდი უწყვეტი უნდა იყოს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივნისი.

ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შესავსებად განმცხადებლები გოეთეს ინსტიტუტის სააპლიკაციო პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ.  

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 15, 2023


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,