„ევროპის გუნდი“ საქართველოში განვითარებაზე ორიენტირებულ მნიშვნელოვან ინიციატივებს იწყებს
ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობებმა საქართველოში „ევროპის გუნდის“ მიერ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ორი ახალი ინიციატივის დაწყების შესახებ განაცხადეს. ერთი ინიციატივა დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებაზე კონცენტრირდება, ხოლო მეორე — გარემოსა და ჯანმრთელობაზე.
გახსნის ღონისძიება ჩატარდა 17 ივნისს, არაგვში ადგილობრივი ფესტივალის მსვლელობისას, რომელსაც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო და ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მასპინძლობდნენ.
„დაბალანსებული ტერიტორიული განვითარების“ ინიციატივის მიზანია ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს შორის არსებული განსხვავების შემცირება და ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
„მწვანე და ჯანსაღი“ ინიციატივის მიზანია საქართველოს ბუნების დაცვა, ნარჩენების მართვის სერვისების გაუმჯობესება და მუნიციპალიტეტების გამწვანება.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]