Skip to main content
ევროკავშირი ევროპის სამშვიდობო მექანიზმის დაფინანსების ზედა ზღვარს 3.5 მილიარდი ევროთი ზრდის
[featured_image_copyright]
ივნისი 27, 2023

ევროკავშირი ევროპის სამშვიდობო მექანიზმის დაფინანსების ზედა ზღვარს 3.5 მილიარდი ევროთი ზრდის


26 ივნისს ევროპის კავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 3.5 მილიარდი ევროთი გაზარდოს ევროპის სამშვიდობო მექანიზმის  (EPF) მთლიანი დაფინანსების ზედა ზღვარი. 

ეს ნაბიჯი EPF-ის ფინანსურ მდგრადობას უზრუნველყოფს და გზავნის „მკაფიო პოლიტიკურ სიგნალს, რომ ევროკავშირი ერთგულობს უკრაინისა და სხვა მსგავსი პარტნიორებისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მტკიცე ვალდებულებას“, ნათქვამია ევროპის კავშირის საბჭოს პრესრელიზში.

თავდაპირველად, EPF-ის 2021-2027 წლებისთვის განკუთვნილი მთლიანი დაფინანსების ზედა ზღვარი 5.5 მილიარდ ევროს შეადგენდა (დღევანდელი ფასებით). ეს თანხა 2023 წლის 13 მარტს გაიზარდა თითქმის 8 მილიარდ ევრომდე (დღევანდელი ფასებით). 26 მაისის ზრდით კი დღეისთვის მთლიანი დაფინანსების ზედა ზღვარი 12 მილიარდ ევროს უტოლდება (დღევანდელი ფასებით).

EPF-ის მეშვეობით დღეისათვის ევროკავშირს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და, ასევე, ბევრი სხვა ქვეყნისთვის — მათ შორის, საქართველოსთვის — დახმარების შვიდი პაკეტით აქვს მხარი დაჭერილი.

დამატებითი ინფორმაც



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,