Culture Moves Europe: ინდივიდუალური მობილობის პროგრამისთვის ქართველი კონკურსანტები შეირჩნენ
Culture Moves Europe-ის („ევროპას კულტურა ამოძრავებს“) ინდივიდუალური მობილობის პირველ კონკურსში საქართველოდან 23, სომხეთიდან 1 და უკრაინიდან 107 აპლიკანტი შეირჩა. კონკურსის გამარჯვებულები კულტურის სფეროში პროექტების განსახორციელებლად „შემოქმედებითი ევროპის“ რომელიმე სხვა ქვეყანაში მობილობის ფარგლებში იმოგზაურებენ.
კონკურსში მთლიანობაში 40 ქვეყნის 1,800 აპლიკანტი შეირჩა. ბენეფიციარებმა შეარჩიეს 38 ქვეყანა, რომლებშიც თავიანთ პროექტებს განახორციელებენ. ყველაზე პოპულარულ სახელმწიფოებს შორის მოხვდნენ: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და ნიდერლანდები. ყველაზე პოპულარული სექტორები კი ვიზუალური (34.15%) და საშემსრულებლო ხელოვნება (24.72%) და მუსიკაა (20.97%).
ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის ინდივიდუალური მობილობის მომდევნო კონკურსი 2023 წლის ოქტომბერში გამოცხადდება.
Culture Moves Europe მობილობის გრანტებს „შემოქმედებითი ევროპის“ 40-ვე ქვეყნის წარმომადგენელ ხელოვანებსა და კულტურის სფეროს პროფესიონალებს სთავაზობს. ის მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორებიცაა: არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, დიზაინი, მოდა, ლიტერატურული თარგმანი, მუსიკა და ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნება. ევროკავშირის პროგრამის, „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ დაფინანსებულ ინიციატივას, Culture Moves Europe, გოეთეს ინსტიტუტი ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]