Skip to main content
ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა
სექტემბერი 19, 2023

ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა


კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას და  ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებას.

ინიციატივის ფარგლებში CENN შეარჩევს ათ კანდიდატს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში საქართველოს წამყვან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში იმუშავებენ. ამის შემდეგ ისინი მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას, რომლის მეშვეობითაც თავიანთ იდეებს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებენ.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ორგანიზებულია პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“,  ფარგლებში. CENN ამ პროექტს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასთან და ორგანიზაცია „პირველ ევროპელთან“ თანამშრომლობით ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 1, 2023


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,