ევროპის სოლიდარობის კორპუსი: მოხალისეობრივი საქმიანობის შესაძლებლობა ლიეტუვაში
ლიეტუვის არასამთავრობო ორგანიზაცია, Inovatorių slėnis, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მოხალისეებს იწვევს. ინიციატივა ხუთი კვირის განმავლობაში, 2023 წლის 29 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე პერიოდში გაგრძელდება.
მოკლევადიანი მოხალისეობრივი შესაძლებლობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებშია ორგანიზებული.
ინიციატივის მიზანია, ლიეტუვის ზარასაის რაიონის პატარა სოფელ ანტალეპტეში ადგილობრივი თემის (მოხუცთა და დაბალშემოსავლიანთა) დასახმარებლად შეკრიბოს მოხალისეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი.
მოხალისეები იცხოვრებენ სრულად აღჭურვილ საერთო სამუშაო და საერთო საცხოვრებელ სივრცეში, საკუთარი სამზარეულოთი და ორ ან სამ-ადგილიანი, საპირფარეშოს მქონე ოთახებით. შენობა ასევე მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. მოხალისეთა სამგზავრო ხარჯები მთლიანად დაიფარება.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]