Culture Moves Europe: ცხადდება კონკურსი რეზიდენტების მასპინძლობისთვის
16 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის, Culture Moves Europe („ევროპას კულტურა ამოძრავებს“), მობილობის სქემის ფარგლებში რეზიდენტების მასპინძლობისთვის მეორე კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ ხელოვანებს, რომლებიც „შემოქმედებითი ევროპის“ 40 ქვეყნიდან ერთ-ერთში — მათ შორის საქართველოში — იურიდიულ პირებად არიან რეგისტრირებულები. გამარჯვებულები გრანტებს რეზიდენტურის პროექტებში მონაწილე უცხოელი ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალების მასპინძლობისთვის მიიღებენ.
კონკურსი ეძებს მასპინძლებს, რომლებიც არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინის, მოდის, ლიტერატურის, მუსიკის, საშემსრულებლო ხელოვნების ან ვიზუალური ხელოვნების სფეროებში მუშაობენ. მასპინძლებს მოეთხოვებათ, რომ მოწვეული ხელოვანებისთვის უზრუნველყონ სათანადო გარემო, აღჭურვილობა და მენტორი, რათა მათ თავიანთი პროექტების განსახორციელებლად შესაფერისი პირობები ჰქონდეთ.
კონკურსის ფარგლებში მასპინძლებს შეეძლებათ, მიიღონ ხუთამდე უცხოელი ხელოვანი და კულტურის სფეროს პროფესიონალი, რომელთა პროექტებიც 22-იდან 300 დღემდე გაგრძელდება.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 იანვარი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თავდაპირველად გოეთეს ინსტიტუტის სააპლიკაციო პორტალზე უნდა დარეგისტრირდეთ.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]