ევროპის სოლიდარობის კორპუსის ონლაინკურსი და ვებინარი მსურველებს ელის
ევროპის სოლიდარობის კორპუსი (ESC) უფასო ღია მასობრივ ონლაინკურსს (MOOC) ატარებს, რომელიც 12 ნოემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი.
კურსი განთავსებულია HOP-ის პლატფორმაზე და მასზე დასწრების მსურველებს შერჩევის პროცესის გავლა არ სჭირდებათ. სამუშაო ენა ინგლისურია, მასალის უმეტესობა კი ნათარგმნია ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და თურქულ ენებზე.
ESC ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდებს ფართო საზოგადოების კეთილდღეობაზე მომუშავე პროექტებში მოხალისეებად ჩართვის საშუალებას აძლევს.
კურსის თემები ESC-ის მოხალისეებისთვის მნიშვნელოვან შემდეგ საკითხებს მიმოიხილავს: როგორ უნდა გაუწიო ორგანიზება მოხალისეობრივ პროექტს და როგორ უნდა გახდე კორპუსის მოხალისე, როგორ უნდა მოამზადოს და განახორციელოს ახალგაზრდულმა ჯგუფმა სოლიდარობის ადგილობრივი პროექტი, როგორ უნდა შეიტანო საგრანტო განაცხადი ESC-ში და რა სახის მხარდაჭერაა ხელმისაწვდომი ახალგაზრდებისთვის ESC-ის პროექტებში.
კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ ვებგვერდზე. მონაწილეებს 12 ნოემბრამდე პერიოდში საკუთარი ტემპითა და გრაფიკით შეუძლიათ კურსის გავლა.
ვებინარი, „გავლენის მოხდენა თემზე“, ჩატარდება 27 ოქტომბერს, 14:00 საათზე ცენტრალური ევროპის დროით. კურსის აღწერის ხილვა YouTube-ითაცაა შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]