ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთი გაიხსნა
28 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთი. ავტომაგისტრალის ახალი ოთხზოლიანი, 27 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი 65 ხიდს და 38 გვირაბს მოიცავს.
ეს არის ერთ-ერთი იმ შვიდი მონაკვეთიდან, რომლის მშენებლობასაც ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) უჭერს მხარს. ჯამურად ეს მხარდაჭერა EIB-ის დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ოდენობის სესხისა და ევროკავშირის 42 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის გრანტისგან შედგება. ეს დაფინანსება საქართველოში 150 კმ-ზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზების მშენებლობას უზრუნველყოფს.
ავტომაგისტრალი გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) და შუა დერეფნის (Middle Corridor) მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის საქმიანობაზე საქართველოში, აღნიშნა, რომ ეს პროექტი ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. „ევროპის გუნდის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის — საქართველოს საავტომობილო სატრანსპორტო სისტემის ხერხემლის — მოდერნიზების მხარდაჭერა ხელს უწყობს მსოფლიოსთან ქვეყნის კავშირების დამყარებას, ადგილობრივი მობილობის გაძლიერებასა და ეკონომიკურ ზრდას“, — დასძინა მან.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]