Skip to main content
ევროკავშირის ელჩი შიდა ქართლში ევროკავშირის ბენეფიციარ ფერმერებს ესტუმრა
[featured_image_copyright]
ნოემბერი 3, 2023

ევროკავშირის ელჩი შიდა ქართლში ევროკავშირის ბენეფიციარ ფერმერებს ესტუმრა


ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი შიდა ქართლის სოფლებს, ნადარბაზევსა და ქიწნისს ეწვია. ის იქ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული აქტივობებით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა.  

მარცვლეულისა და მერძევეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივმა ფერმერებმა და მეფუტკრეებმა ევროკავშირის ელჩს იმ მხარდაჭერის შესახებ უამბეს, რომელიც FAO-ს ინიციატივებით, კერძოდ, სურსათის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიიღეს. ეს ინიციატივები ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამის მიმდინარე ფაზა საქართველოში მარცვლეულის 200-ზე მეტ ფერმერს 1 500 ჰექტარ ფართობზე მარცვლეულის დათესვაში დაეხმარა. ფერმერებს გაუმარტივდათ ნულოვანი დამუშავების დანადგარებზე წვდომა, რის შედეგადაც დანახარჯების შემცირება შეძლეს. მათი ნაკვეთები, ამასთან, ეკოლოგიური რისკფაქტორებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მეტად მედეგი გახდა. ამას გარდა, FAO-მ  2 000-ზე მეტ ფერმერს სურსათის უვნებლობის სტანდარტების თემაზე ტრენინგი ჩაუტარა. 

„ბედნიერი ვარ, რომ ევროკავშირი, FAO-სთან ერთად, გარემოს დაცვისა და ქართველი ფერმერების შემოსავლის ზრდის მიზნით, საქართველოში სოფლის მეურნეობის მიდგომებისა და მეთოდების გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, — განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, —  „ENPARD პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მოხარულები ვართ, რომ ფერმერებთან, სურსათის ბიზნესოპერატორებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ვმუშაობთ საქართველოში მეტად მდგრადი და ხარჯთეფექტიანი სოფლის მეურნეობის შესაქმნელად“. 

ENPARD, რომლის მიზანიც სოფლად სიღარიბის შემცირებაა, 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამამ საქმიანობა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარების მხარდაჭერით დაიწყო. მისი მომდევნო მიზანი საქართველოს სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა გახდა. 2021 წლიდან კი პროგრამა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზეც მუშაობს. ამისთვის ის დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას  შვედეთიდან იღებს, ხოლო სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარი განმახორციელებლები FAO და ჩეხეთის განვითარების სააგენტო არიან. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,