Skip to main content
საქართველოს სახალხო დამცველმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას „2023 წლის ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო გადასცა
[featured_image_copyright]
ნოემბერი 21, 2023

საქართველოს სახალხო დამცველმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას „2023 წლის ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო გადასცა


16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა  და ეთნიკური უმცირესობების საბჭომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) „2023 წლის ტოლერანტობის ქომაგად“ დაასახელეს. 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დაჯილდოების ცერემონიას EUMM-ის  ხელმძღვანელი დიმიტრიოს კარაბალისი დაესწრო. საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი) და საქართველოს სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრი ამ ყოველწლიურ ღონისძიებას 2008 წლიდან მასპინძლობს.

ლევან იოსელიანის თანახმად, EUMM-ის ძალისხმევა არა მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების ესკალაციის თავიდან აცილებას ემსახურება, არამედ, ამასთან, ხელს უწყობს კომუნიკაციას, თანამშრომლობასა და ადამიანის უფლებების დაცვას.

ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ მისიის ადგილობრივ თემებთან ჩართულობა სცდება უშუალოდ უსაფრთხოების საკითხებს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,