EIB Global-მა და თიბისი ბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად 70 მილიონი ევროს მოცულობის სესხის ხელშეკრულება გააფორმეს
20 დეკემბერს ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) თიბისი ბანკთან 70 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შესახებ განაცხადა. თანხა საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების მხარდაჭერას მოხმარდება.
სესხი ორ ტრანშად იქნება ხელმისაწვდომი: 40 მილიონი ევრო გამოიყოფა მწვანე ფინანსებზე, დანარჩენი 30 მილიონი ევრო კი ზრდასა და ინოვაციებს მოხმარდება. ამასთან, თანხის სულ მცირე 30% გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი და ქალთა გაძლიერების ინიციატივებისთვის არის გათვალისწინებული.
სესხი, რომელსაც EIB-ის ევროკავშირის მიღმა მოქმედი განყოფილება, EIB Global გამოყოფს, სავარაუდოდ, 230-ზე მეტ კომპანიას მოუტანს სარგებელს და 15,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს. სესხს დაემატება მხარდაჭერა „ფინანსური სისტემების გამწვანების“ ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც გერმანიის მთავრობის კლიმატის საერთაშორისო ინიციატივა აფინანსებს.
მრავალვალუტიანი სესხი ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გრძელვადიანი დაფინანსების და მიმზიდველი პირობების ქონის ხარჯზე გააუმჯობესებს. კერძოდ, სესხი ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ ვალუტაშიც, რაც ბიზნესებს გაცვლითი კურსის რისკებს აარიდებს.
გარდა ამისა, სესხი ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ აღდგენას ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საფლაგმანო პროექტის ფარგლებში, რომელიც 80,000 მცირე და საშუალო საწარმოს დახმარებას მოიაზრებს.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]