Skip to main content
„შეიფარე, შეიყვარე, მოუარე“: საქართველოში ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ცხოველებზე ზრუნვის კამპანია დაიწყო
[featured_image_copyright]
თებერვალი 13, 2024

„შეიფარე, შეიყვარე, მოუარე“: საქართველოში ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ცხოველებზე ზრუნვის კამპანია დაიწყო


აზერბაიჯანში წარმატებული სტარტის მერე, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების კამპანია, „შეიფარე, შეიყვარე, მოუარე“ 8 თებერვალს თბილისშიც დაიწყო. 

ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა თბილისის ქუჩებში თავშესაფრის 20 ყუთი დაამონტაჟეს. კიდევ 80 ყუთი დამონტაჟდება როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

ინიციატივა ქუჩის ცხოველებს თავშესაფრით ეკომეგობრული გზით უზრუნველყოფს. ახალგაზრდა ევროპელი ელჩები იმედოვნებენ, რომ კამპანია წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის წინაშე არსებული სოციალური და გარემოს დაცვის პრობლემების გადაჭრაში და წაახალისებს ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემის პრაქტიკას.

პროექტი დააფინანსეს ევროკავშირმა და ფინური ტექნოლოგიური კომპანიის, „ვოლტის“ საქართველოს განყოფილებამ, რომლის საკურიერო ჩანთები მიუსაფარი ცხოველების სახლებად გადაკეთდა. 

ინიციატივის პირველ ეტაპზე, რომელიც დეკემბერში განხორციელდა, სამმა ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა აზერბაიჯანში თავშესაფრის 30 ყუთი დაამონტაჟა ბაქოს, განჯისა და ლენქორანის ქუჩებში. ამის შედეგად თავშესაფარი 40-ზე მეტ კატას მიეცა.ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა აერთიანებს სოციალურად აქტიურ ახალგაზრდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან. მათი მიზანია დიალოგის ხელშეწყობა და ინფორმაციის გავრცელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობაზე.



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,