Skip to main content
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის საქმიანობაში ერთვებიან
[featured_image_copyright]
თებერვალი 19, 2024

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის საქმიანობაში ერთვებიან


15 თებერვალს ევროპის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომიტეტმა (EESC) ოფიციალურად დაიწყო ახალი ინიციატივა, რომლის მიზანიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საკუთარ საქმიანობაში ჩართვაა. 

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა სამოქალაქო საზოგადოების 131 ექსპერტი, რომლებიც „გაფართოების კანდიდატი წევრები“ (ECMs) გახდნენ. შედეგად, EESC იქცა ევროკავშირის პირველ ინსტიტუტად, რომელმაც თავისი კარი კანდიდატ ქვეყნებს გაუღო. უშუალოდ საქართველოდან ინიციატივაში 15 ექსპერტი ჩაერთო. შერჩეული წევრების სრული სიის ხილვა ამ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი. 

„ჩვენ ვეღარ ვამყოფებთ კანდიდატ ქვეყნებს მოსაცდელ ოთახში“, — განაცხადა EESC-ის პრეზიდენტმა, ოლივერ რიოპკემ, — „ჩვენ უნდა ახლავე დავიწყოთ ერთად მუშაობა — გავცვალოთ მოსაზრებები, გავაბათ კავშირები და ხელი შევუწყოთ ძლიერი და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ამიტომ გადაწყვიტა EESC-მა, გაეღო თავისი კარი კანდიდატი ქვეყნებისთვის და ჩაერთო მათი წარმომადგენლები — ‘გაფართოების კანდიდატი წევრები’ — თავის საქმიანობაში“. მან ასევე დაურთო, რომ გაფართოება ერთ-ერთი „ყველაზე გადამწყვეტი და სტრატეგიული არჩევანია ევროკავშირისა და ამ კონტინენტის მომავლისათვის“. 

ECM საპილოტე პროექტია, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს (დამსაქმებლებს, პროფკავშირელებს და სხვებს), საშუალებას აძლევს, ჩაერთონ EESC-ის საკონსულტაციო საქმიანობაში. ამგვარად, ისინი მონაწილეობას მიიღებენ EESC-ის შერჩეული მოსაზრებების მომზადების პროცესში და რელევანტურ სასწავლო ჯგუფებში, სექციურ შეხვედრებსა თუ EESC-ის პლენარულ სესიებში. ამასთან, ცალკეული მოსაზრების მომზადების პროცესში თითოეული კანდიდატი ქვეყნიდან მთლიანობაში სამი „გაფართოების კანდიდატი წევრი“ ჩაერთვება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,