ENPARD IV: ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის საერთო პროექტში ვაკანსია გამოცხადდა
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირი/UNDP-ის პროექტის ფარგლებში ინკლუზიური ზრდისა და განვითარების მიმართულებით პროექტის ანალიტიკოსის ვაკანსიას აცხადებს.
პროექტი ორიენტირებულია საქართველოს სასოფლო რეგიონებში არსებული გამოწვევების გადაჭრაზე. ამ მიზნის მისაღწევად ისეთი შესაძლებლობების ხელშეწყობაა დასახული, როგორიც სოფლად მცხოვრები, საზოგადოების დაუცველი ჯგუფებისთვის სამუშაო ადგილების შექმნასა და სოფლების მდგრად განვითარებას უჭერს მხარს. პროექტი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში ფინანსდება.
პროექტის ანალიტიკოსი მოაგროვებს და დაამუშავებს სხვადასხვა ტიპის მასალას და მონაწილეობას მიიღებს სასოფლო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან, ინკლუზიურ სასოფლო განვითარებასთან თუ სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებასთან დაკავშირებული საპროექტო საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის (ან ეკვივალენტური) ხარისხი ეკონომიკაში, საჯარო ადმინისტრირებაში, სამართალში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, სოციალურ მეცნიერებებში ან სხვა მსგავს სფეროში. კანდიდატს ასევე შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ბაკალავრის ხარისხი ზემოაღნიშნულ სფეროებში 2-წლიან სამუშაო გამოცდილებასთან ერთად. აუცილებელია ინგლისურისა და ქართულის მაღალ დონეზე ცოდნა.
პროექტის ანალიტიკოსი იმუშავებს თბილისში.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]