EU4Business კომუნიკაციისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებს ესტონეთში დაგეგმილ ბიზნესტურზე იწვევს
პროექტი, „EU4Business: კომპანიების დაკავშირება“, EU4Business-სა და სომხურ კომპანია Civitta-სთან თანამშრომლობით, მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროს პროფესიონალებს ესტონეთში მაისში დაგეგმილ ბიზნესტურზე იწვევს.
განმცხადებლები ორგანულ/ბიო საკვების, შემოქმედებითი ინდუსტრიების, ტექსტილების, ტურიზმისა და ღვინის სექტორებში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებში ან ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებში უნდა მუშაობდნენ. მათ ასევე კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური ენა.
მისიის მონაწილეები 20-24 მაისს გაემგზავრებიან ტალინში, სადაც ესტონეთის ეკოსისტემას გაეცნობიან. ისინი ასევე მიიღებენ ცოდნას ციფრულ მარკეტინგისა და სოციალური მედიის მეშვეობით პროდუქტისა თუ მომსახურების რეკლამირებაზე.
ბოლო ვადა 20 მარტია, თუმცა ინიციატივის ორგანიზატორები მსურველებს მოუწოდებენ, რომ განაცხადები რაც შეიძლება მალე შეიტანონ.
ორგანიზატორები დააფინანსებენ ორმხრივ მგზავრობას, ვიზის გადასახადს (საჭიროების შემთხვევაში), სასტუმროსა და კვების ხარჯებს და ესტონეთის საფლაგმანო სტარტაპის, Latitude59-ის ტექღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთს.
EU4Business: კომპანიების დაკავშირება (EU4BCC) ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. ამისათვის პროექტი ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს, გაზარდონ ვაჭრობის მასშტაბი, მოიზიდონ შიდა ინვესტიციები და დაამყარონ ბიზნესკავშირები ევროკავშირში მოქმედ კომპანიებთან.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]