Culture Moves Europe რეზიდენტების მასპინძლობისთვის მესამე კონკურსს აცხადებს
ინიციატივამ, „ევროპას კულტურა ამოძრავებს“ (Culture Moves Europe), მობილობის სქემის ფარგლებში რეზიდენტების მასპინძლობისთვის მესამე კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს ორგანიზაციებსა და ცალკეულ ხელოვანებს, რომლებიც საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში იურიდიულ პირებად არიან რეგისტრირებულები და რომლებსაც რეზიდენტურის პროექტებში მონაწილე უცხოელი ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალების მასპინძლობა სურთ.
კონკურსი ეძებს მასპინძლებს, რომლებიც არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინისა და მოდის, ლიტერატურული თარგმანის, მუსიკის, საშემსრულებლო ხელოვნების ან ვიზუალური ხელოვნების სფეროებში მუშაობენ.
პროექტი 22-იდან 180 დღემდე უნდა გაგრძელდეს.
თითოეულ მასპინძელს მაქსიმუმ 5 ხელოვანის მიღება შეუძლია. ხელოვანები უნდა დარჩნენ მასპინძლის მიერ უზრუნველყოფილ სივრცეში. მათ, ამასთან, თავიანთი დროის სულ მცირე 70% უნდა დაუთმონ რეზიდენტურის პროექტზე მუშაობას. პროექტი და რეზიდენტურა უწყვეტად უნდა წარიმართოს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მაისი.
აპლიკაციის ონლაინფორმის შესავსებად თავდაპირველად გოეთეს სააპლიკაციო პორტალზე დარეგისტრირებაა საჭირო.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]