Skip to main content
საქართველოს რეგიონებში კარგი მმართველობის ხელშესაწყობად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კონკურსი გამოცხადდა
მარტი 20, 2024

საქართველოს რეგიონებში კარგი მმართველობის ხელშესაწყობად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კონკურსი გამოცხადდა


გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანი მონაწილეობითი და ადამიანზე ორიენტირებული მუნიციპალური სერვისების მიწოდების მხარდაჭერაა. 

საგრანტო პროექტი ერთობლივი ინიციატივის, „EU4ITD: დეცენტრალიზებული, ეფექტიანი და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“, ფარგლებში ხორციელდება. 

საგრანტო კონკურსი ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მუნიციპალიტეტებთან პარტნიორობით დაუჭირონ მხარი მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივ დაგეგმვაში და სერვისების შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში. ამ გზით კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში მუნიციპალური სერვისების მიწოდება გაუმჯობესდება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი საქართველოში რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაცია უნდა იყოს. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს სამიზნე რეგიონში/მუნიციპალიტეტში მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება და გაფორმებული უნდა ჰქონდეს პარტნიორობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 12 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 12, 2024


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,