ევროკავშირი, UNDP და პარტნიორები ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის ახალ სისტემას, „ეკონომიკური ზრდის გზებს“ ქმნიან
ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორატმა (DG NEAR) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) პარტნიორებთან ერთად „ეკონომიკური ზრდის გზების“ სისტემა აამოქმედეს (P4EG). ახალი მეთოდოლოგია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG), კონტექსტში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ახალი თაობის გეგმების შესაქმნელადაა შემუშავებული.
პარტნიორ ორგანიზაციათა რიცხვში არიან კომპანია Arup, ევროპის ინოვაციების და ტექნოლოგიის ინსტიტუტი (EIT) Climate-KIC და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TalTech).
P4EG სისტემა ეხმარება ქალაქებს, უკეთ შეაფასონ ადგილობრივი განვითარების სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორები და გაზარდონ პროექტების მასშტაბები ცენტრალურ მთავრობებთან, დონორებთან და ევროპულ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.
DG NEAR-ის ციფრული გარდაქმნისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროგრამის მენეჯერმა, ტიბო შარლემ აღნიშნა, რომ P4EG სისტემა შეასრულებს „გადამწყვეტ როლს ადგილობრივ დონეზე საინვესტიციო პროექტების მოზიდვაში, რაც ქალაქებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული საჯარო და კერძო დაფინანსების მობილიზებაში დაეხმარება“.
ქართველი, აზერბაიჯანი და სომეხი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია P4EG-ის მეთოდური რეკომენდაცია და P4EG-ის შესავალი კურსი.
M4EG მექანიზმი მოქმედებს პროექტის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, ფარგლებში, რომელიც 2017 წელს ევროკავშირის ინიციატივითა და დაფინანსებით დაიწყო. 2021 წლიდან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ M4EG მექანიზმს მართავს UNDP ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებებთან და მრავალფეროვან პარტნიორებთან ერთად.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]