Skip to main content
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში მოვალეობის შესრულებას შეუდგა
[featured_image_copyright]
აპრილი 9, 2024

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში მოვალეობის შესრულებას შეუდგა


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალი ხელმძღვანელი, ბეტინა პატრისია ბუგანი 6 აპრილს თბილისში ჩამოვიდა, რათა საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგეს.

ბეტინა პატრისია ბუგანი მისიის ხელმძღვანელად ევროკავშირის საბჭოს მიერ 2024 წლის 26 მარტს დაინიშნა, უფლებამოსილების შესრულებას კი 2024 წლის 1 აპრილს შეუდგა.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დავიწყო საქმიანობა. ჩემი პროფესიული კარიერის 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის სურვილი მამოძრავებდა. ჩემთვის პატივი იქნება 300-ზე მეტი მოწადინებული თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის გაძღოლა, რომელსაც უწყვეტი და მტკიცე შრომით შეაქვს წვლილი საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში“, — განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ჩამოსვლისას, — „ვიმედოვნებ, რომ ჩემი ხელმძღვანელობა დაეხმარება გუნდს ამ მნიშვნელოვან მისიაში, რომელიც მხარს უჭერს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას და თემებს შორის ნდობის აღდგენას“.

ბეტინა პატრისია ბუგანი საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერია.  მას ხელმძღვანელ თანამდებობებზე და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. კერძოდ, მას  გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში/ფრანგულ ჟანდარმერიაში სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა.

მისიის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ის მონაწილეობდა სამშვიდობო საქმიანობაში უსაფრთხოების კონტექსტში — მათ შორის, იყო პოლიციის კომისარი MINUSMA-ში (გაეროს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში).

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,