ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ
ევროკავშირმა და გაეროს სამმა სააგენტომ ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან (UBA) ერთად დაიწყეს ახალი პროექტი, რომლის მიზანიც მთელ საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა იქნება.
პროექტის ფარგლებში გაეროს წარმოადგენენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE).
პროექტი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს გააძლიერებს და ჰაერის ხარისხის კონტროლის, მოდელირებისა და პროგნოზირების შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.
გარდა ამისა, პროექტი საქართველოს დაეხმარება ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის შექმნაში და ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებაში საწარმოო ემისიის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად რეგულირებისთვის.
პროექტი, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ევროა, 2027 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]