EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს
პროექტმა, EU4Culture, საგრანტო განაცხადების წერაზე ონლაინკურსი შეიმუშავა, რომლის გავლაც შეუძლიათ ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. კურსი აღნიშნულ თემაზე ფუნდამენტურ ცოდნას მიაწვდის მათ, ვისაც კულტურული აქტივობებისა და პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირის საგრანტო კონკურსებზე განაცხადების შეტანა სურთ.
ონლაინკურსის ვიდეოები იქნება ინგლისურ ენაზე და დაერთვება ქართული, აზერბაიჯანული, რუმინული, სომხური და უკრაინული სუბტიტრები.
ლექციები ხელმისაწვდომი იქნება cases.media-ზე, ცნობილ უკრაინულ პლატფორმაზე, რომელზე თავმოყრილი კურსებიც ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი.
კურსი, რომელსაც უკრაინელი ექსპერტები გაუძღვებიან, შემდეგ თემებს მოიცავს:
- გრანტების ტიპები და მათი მნიშვნელობა;
- საგრანტო განაცხადის წერის უნარ-ჩვევები და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების მეთოდები;
- ბიუჯეტის მომზადების სტრატეგიები და ინფორმაცია საერთაშორისო იურიდიულ დოკუმენტების მოთხოვნებზე;
- ეფექტიანი კომუნიკაცია დონორებთან;
- ანგარიშგება.
კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც ორგანიზაციის, „ჩეხეთის ცენტრი კიევში“, ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი.
განაცხადის შევსების პროცესზე დეტალურ ინფორმაციასთან გაცნობა შესაძლებელია განაცხადის სახელმძღვანელო დოკუმენტში.
ონლაინკურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დასრულების სერტიფიკატი.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 მაისი, 23:59 ცენტრალური ევროპის დროით (CET).
ონლაინკურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზაციის, „ჩეხეთის ცენტრი კიევში,“ საგანმანათლებლო კოორდინატორს, კატერინა ვანდიჩს: vandych@czechcentres.cz
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture, რომლის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა, ოთხწლიანი პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — განსაკუთრებით კი დედაქალაქის სტატუსის არმქონე დასახლებებში — კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს უჭერს მხარს. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]