შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს
შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მიერ თანადაფინანსებული პლატფორმა LINA გარემოსდაცვითი კრიზისის დაძლევაზე მომუშავე სივრცის ნოვატორებს ეძებს. პლატფორმა LINA ქალაქგეგმარებისა და არქიტექტურის დარგში მომუშავე იმ შემოქმედებითი პროფესიონალების მობილობასა და განვითარებას უწყობს ხელს, რომლებიც სივრცით, ტერიტორიულ, კლიმატურ და სოციალურ-პოლიტიკურ გამოწვევებს უმკლავდებიან.
პლატფორმაზე იწვევენ არქიტექტორებს, ქალაქმგეგმარებლებს, ლანდშაფტის დიზაინერებს, მხატვრებს, კურატორებსა და მკვლევრებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ საერთაშორისო აღიარება, თუმცა აქვთ რადიკალური იდეა, პრაქტიკული გადაწყვეტა, თეორიული ხედვა ან დამაიმედებელი პრაქტიკა გარემოსდაცვითი კრიზისის გადასაჭრელად.
შერჩეული 25 წინადადების ავტორები, LINA-ს სტიპენდიატები, საკუთარ ნამუშევარს წარადგენენ LINA-ს კონფერენციაზე, რომელიც 3-4 ოქტომბერს სარაევოში გაიმართება. იქ მათ მიიწვევენ LINA-ს წევრებთან შესახვედრად,მათ აქტივობებში ჩასართავად და LINA-ს 2024-2025 წლების არქიტექტურის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
სარაევოს კონფერენციაზე მიწვეულთა ევროპაში მოგზაურობის (350 ევრომდე) და დაბინავების ხარჯებს პლატფორმა დაფარავს.
LINA ღიაა შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 13 მაისი.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]