ევროპის სოლიდარობის კორპუსი ესტონეთში მდებარე საბავშვო ბაღში მოხალისედ მუშაობის მსურველებს იწვევს
ესტონეთის დედაქალაქ ტალინის ნიუმეს რაიონში მდებარე საბავშვო ბაღი Lauliku 2024 წლის 26 აგვისტოდან 2025 წლის 30 ივნისამდე პერიოდში მოხალისეებს იწვევს. მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეებს.
საბავშვო ბაღი 2-7 წლის ბავშვებს მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის ადრეულ განათლებას სთავაზობს, რაშიც შედის ღია ცის ქვეშ სწავლება, რობოტიკა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა.
მოხალისეები უფასოდ იცხოვრებენ სრულად აღჭურვილ და საბავშვო ბაღთან ახლოს მდებარე საზიარო ბინაში ან საერთო საცხოვრებელში. ისინი ყოველ თვე მიიღებენ ჯიბისა და საკვების ფულს.
საკუთარი ქვეყნიდან ესტონეთში ორმხრივი ფრენის საფასური Erasmus+ პროგრამის „მანძილის კალკულატორის“ შესაბამისად დაიფარება, საჭიროების შემთხვევაში ასევე გაიცემა ვიზის გადასახადი. მოხალისეს ასევე გადაეცემა ადგილობრივი სატრანსპორტო ბარათი.
მოხალისეს უნდა უყვარდეს ბავშვებთან ურთიერთობა და გუნდში მუშაობა.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]