EU4Youth ახალგაზრდულ ორგანიზაციებს დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „EU4Youth: ახალგაზრდობის ჩართულობა და გაძლიერება“, საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.
მცირე საგრანტო სქემის მიზანი ახალგაზრდული საქმიანობის ხარისხისა და გავლენის გაძლიერებაა. ახალგაზრდულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ევალებათ, წარადგინონ ინოვაციური ზომები და პრაქტიკები, რომლებიც განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების გააქტიურებას უწყობს ხელს, რომლებიც ცენტრებიდან მოშორებულ და ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში ცხოვრობენ.
საქართველოდან წარდგენილი საპროექტო განაცხადები უნდა შეეხებოდეს შემდეგ სფეროებს:
- კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვა;
- ნაკლები შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების ჩართულობა.
თითოეული პროექტისთვის გრანტის მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს 15,000 ევროს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ 2024 წლის 26 ივნისამდე უნდა წარადგინოს საპროექტო განაცხადი, ბიუჯეტი, პროექტში მონაწილეთა CV-ები და არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაციის სერტიფიკატი.
დამატებითი ცნობებისთვის, გთხოვთ, გადმოწეროთ მცირე საგრანტო სქემის გზამკვლევი, რომელშიც მოცემულია საკონკურსო დოკუმენტაციის წარსადგენად საჭირო საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
გრანტებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეროვნულ კოორდინატორს საქართველოში: natela.lagurashvili@giz.de
საგრანტო კონკურსით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა პროექტის, „EU4Youth: ახალგაზრდობის ჩართულობა და გაძლიერება“, ფარგლებში. პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერაციული სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]