Skip to main content
ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით სკოლის მოსწავლეები შავი ზღვის ეკოსისტემას სწავლობენ
[featured_image_copyright]
მაისი 23, 2024

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით სკოლის მოსწავლეები შავი ზღვის ეკოსისტემას სწავლობენ


ანაკლიის, ბათუმის, ბობოყვათის, გონიოს, ქობულეთისა და ფოთის შვიდი საჯარო სკოლის საშუალო სკოლის მოსწავლეები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების მონიტორინგში ჩაერთნენ. ისინი ათ დღეში ერთხელ აკვირდებიან და აღნუსხავენ დელფინების გამოჩენას სხვადასხვა სანაპიროზე, მათ შორის გონიოსა და ფოთში.

მოსწავლეების საგანმანათლებლო მოგზაურობა, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა უჭერს მხარს,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული სემინარებით დაიწყო. შავი ზღვის ახალგაზრდა დამცველები სემინარებზე ზღვის ბიომრავალფეროვნებას, ეკოსისტემის საფრთხეებსა და მისი დაცვისთვის საჭირო პრაქტიკულ ნაბიჯებს გაეცნენ.

სემინარების დასრულების შემდეგ ყველაზე აქტიურ მონაწილეებს საშუალება მიეცათ, თავად მიეღოთ მონაწილეობა დელფინების მონიტორინგში და გამხდარიყვნენ შავი ზღვის მკვლევრები. მომდევნო თვეებში ისინი ჩაერთვებიან ისეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და გარემოსდაცვით აქტივობაში, როგორიცაა სანაპიროს დასუფთავება და დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობები. 

საგანმანათლებლო მოგზაურობის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება ოქტომბრის ბოლოს ბათუმში, შავი ზღვის დღეზე, რომელიც გარემოსდაცვის მკვლევრებს, აქტივისტებსა და ახალგაზრდებს უმასპინძლებს.  

საგანმანათლებლო ინიციატივა ორგანიზებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით.  იგი ხორციელდება ევროკავშირისა და UNDP-ის რეგიონული პროექტის, „ევროკავშირი შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის“ (EU4EMBLAS), ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინის მთავრობებთან პარტნიორობით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,