Skip to main content
ხეების დარგვა და წყლის ხარისხის შემოწმება: EUMM გარემოს მსოფლიო დღეს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს
[featured_image_copyright]
ივნისი 11, 2024

ხეების დარგვა და წყლის ხარისხის შემოწმება: EUMM გარემოს მსოფლიო დღეს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს


5 ივნისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) საქართველოში გარემოს მსოფლიო დღე თავის სამ რეგიონულ ოფისში გასვლითი ღონისძიებების ორგანიზებით აღნიშნა.

მისიის დამკვირვებლები სოფლის თემების განვითარების სააგენტოს (RCDA) ექსპერტებთან ერთად ფრეზეთის დევნილთა კოლექტიური ცენტრის მახლობლად მდებარე სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებთან ისეთი ინტერაქტიური სესიები ჩაატარეს, როგორიც სასმელი წყლის ხარისხის შემოწმებაა. მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს გარემოს თემაზე ჩატარებულ სამხატვრო კონკურსში, რომლის გამარჯვებულებმაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან სპეციალური საჩუქრები მიიღეს. 

ამას გარდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) პარტნიორობით, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ახლომდებარე სამი სკოლის მოსწავლეებთან დასუფთავების აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეებმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის მეტად სუფთა გარემოს შესაქმნელად 100 კგ-ზე მეტი ნაგავი გაიტანეს. 

ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად გადასცა მცენარეები, რომლებიც ბაღის საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა. მისიამ ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებთან ერთად ამ ხეების დარგვაშიც მიიღო მონაწილეობა.

„ამ ღონისძიებების მეშვეობით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხაზს უსვამს თავის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას — განსაკუთრებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე სოფლებში, სადაც, კონფლიქტით დაზარალებული თემების წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით, მდგრადი პრაქტიკა გამორჩეულად მნიშვნელოვანია“, — ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესრელიზში.

EUMM საქართველოში ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. მან საქმიანობა დაიწყო 2008 წლის სექტემბერში, ევროკავშირის მედიაციის საფუძველზე დადებული იმ ექვსპუნქტიანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომი დაასრულა. მისიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, ხოლო რეგიონული ოფისები — მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში.

საქმიანობის დაწყების დღიდან მისია ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას — განსაკუთრებით აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე. მისიაში ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის წარმომადგენელი 200-მდე დამკვირვებელია ჩართული.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,