Skip to main content
Shape your future: ადგილი, სადაც ევროკავშირის შესაძლებლობებს, მხარდაჭერასა და ინსპირაციას იპოვი  
[featured_image_copyright]
ივნისი 13, 2024

Shape your future: ადგილი, სადაც ევროკავშირის შესაძლებლობებს, მხარდაჭერასა და ინსპირაციას იპოვი  


შემოუერთდი  ევროკავშირის მისიას, რომლის მიზანიცაა, გაგაცნოს შესაძლებლობები შენი პოტენციალის სრულად გამოსავლენად!  #ShapeYourFuture (შექმენი შენი მომავალი) კამპანიის თანმხლებლად, პროგრამამ, EU NEIGHBOURS east, შექმნა სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც თავმოყრილია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები, მხარდაჭერა და ინსპირაცია ევროკავშირისგან. 

თუ ხარ სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, ახალგაზრდული მუშაკი, მოხალისე ან აქტივისტი, ტრენინგს გადიხარ ან სამუშაოს ეძებ — ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობები აქვს. 

ასე რომ, თუ გსურს განათლების ან გამოცდილების მიღება, ტრენინგის გავლა ან მოგზაურობა, ევროკავშირს საშენო შესაძლებლობები მოეპოვება, რომლებიც ყოველკვირეულად ახლდება. ეს შეიძლება იყოს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი სტუდენტური გაცვლები თუ ახალგაზრდული აქტივობები, საზღვარგარეთ მოხალისეობა თუ ბიზნესტრენინგი, სამუშაო უნარების გამომუშავება თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შებიჯება.

მეტის გასაგებად ეწვიე ჩვენს Shape Your Future გვერდს. აქ დაგხვდება ბმულები, რომლებიც გადაგიყვანს ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე, უნარების განვითარების შესახებ რჩევებზე და საქართველოში Erasmus+ პროგრამის მუშაობის დეტალებზე. ასევე, შეგიძლია, გადახვიდე ჩვენს შესაძლებლობების გვერდზე და გაეცნო უახლეს ცნობებს გაცვლებზე, სამუშაო ადგილებზე, ტრენინგებზე, გრანტებსა და სხვა შეთავაზებებზე. ხოლო თუ ჩვენი დაიჯესტის გამომწერი გახდები, უახლეს შესაძლებლობებზე ცნობებს ელექტრონული ფოსტით მიიღებ.  

შესაძლებლობების გვერდი Shape Your Future კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც 12 ინფლუენსერი აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან 16-22 ივნისს რიგასა და პრაღაში იმოგზაურებს. ევროკავშირის ქვეყნების მონახულების პარალელურად ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ევროკავშირის მხარდაჭერასა და შესაძლებლობებსაც გააცნობენ.

მოგზაურობის განმავლობაში ინფლუენსერები ჩაერთვებიან ვარსკვლავურ მისიაში — აღმოაჩენენ ევროკავშირის ფარულ საოცრებებს და გადახდენილ თავგადასავლებს თავიანთი  გამომწერებისთვის აღბეჭდავენ. 

Shape Your Future გვერდი

Shape Your Future კამპანია

უახლესი შესაძლებლობები

გამოიწერე დაიჯესტი ყოველდღიური განახლებებისთვის



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,