Skip to main content
საქართველოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
ივნისი 14, 2024

საქართველოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა


არასამთავრობო ორგანიზაციამ, World Vision-საქართველო, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, SKYENet, ფარგლებში სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-35 წლის ახალგაზრდებს შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან: დუშეთი, ხობი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ახალციხე, ადიგენი, ახმეტა, თელავი, ზესტაფონი და ბაღდათი. 

პროექტის მიზანია შერჩეული ახალგაზრდების ტრენინგი სოციალურ მეწარმეობაში და ისეთი პერსპექტიული ბიზნესინიციატივების დაფინანსება, რომლებსაც ადგილობრივ თემებში დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

SKYE კლუბებში ერთთვიანი ტრენინგის კურსის გავლის შესაძლებლობას 80-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს.  პროგრამა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა იდეის სოციალურ ბიზნესინიციატივად გარდაქმნა და ბიზნესგეგმის შემუშავება. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე საკუთარ ბიზნესგეგმებს წარადგენენ. ჟიური სოციალური მეწარმეობის გამარჯვებულ პროექტებს შეარჩევს. კონკურსის ფარგლებში სულ 10 ბიზნესინიციატივა დაფინანსდება. გრანტების მოცულობა 5,000-იდან 20,000 ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა, გამარჯვებული პროექტების ავტორებს 6 თვის განმავლობაში  ქოუჩინგისა და მენტორობის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ ბიზნესინიციატივები სოციალურ მეწარმეობაში ან ისინი უნდა ფლობდნენ მოქმედ სოციალურ საწარმოს, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში დაარსდა. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 18 ივნისი.

SKYENet პროექტი (ცოდნისა და უნარების გაძლიერების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის) ევროკავშირის მიერ EU4Youth პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული. მას ახორციელებენ შემდეგი ორგანიზაციები: World Vision-საქართველო, World Vision-სომხეთი, მილენიუმის ტრენინგისა და განვითარების ინსტიტუტი (მოლდოვა) და IRIS ბიზნესინკუბატორი (სომხეთი). პროექტის მიზანია მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის ახალგაზრდების გაძლიერება მათი სამეწარმეო და კარიერის მართვის უნარების განვითარების გზით. ამასთან, ინიციატივა განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მხარდაჭერაზე ზრუნავს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 18, 2024


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,