Skip to main content
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელმა თორმეტმა ინფლუენსერმა ლატვიასა და ჩეხეთში მოგზაურობა დაასრულა
[featured_image_copyright]
ივნისი 25, 2024

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელმა თორმეტმა ინფლუენსერმა ლატვიასა და ჩეხეთში მოგზაურობა დაასრულა


EU NEIGHBOURS east პროგრამის მიერ განხორციელებული #ShapeYourFuture კამპანიის ნაწილად, 12-მა ინფლუენსერმა აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან 16-22 ივნისს რიგასა და პრაღაში იმოგზაურა. მათი მიზანი იმის სწავლა იყო, თუ რა სარგებელი მოაქვს ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობას. 

მონაწილეთა შორის იყვნენ კარო სომხეთიდან; ვაფა და ჯაფარი აზერბაიჯანიდან; ზურა, ელენიკო და ლინაკო საქართველოდან; ლუდმილა, კატალინი და ელისეი მოლდოვიდან; და იულია, იულია და კატერინა უკრაინიდან. 

ისინი ეწვივნენ ევროკომისიის წარმომადგენლობებს ლატვიასა და ჩეხეთში და შეხვდნენ ადგილობრივ ინფლუენსერებს, პატრიცია ვავილოვასა და როზარი ჰაშკოვცოვას. მათ ასევე შეიტყვეს, როგორ ავითარებენ მთავრობები და არასამთავრობო ორგანიზაციები სტრატეგიებს დეზინფორმაციასთან საბრძოლველად და როგორ თარგმნიან სახელმწიფო აქტივობებს თანმიმდევრულ საკომუნიკაციო ნარატივად.

ლატვიის წამყვან უმაღლეს დაწესებულებაში, რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოგზაურები გაეცნენ ციფრული ტყუპის (მეტავერსის) პროექტს, რომელიც უკრაინული ეკლესიების კონსერვაციას ისახავს მიზნად. ამის მერე ისინი ეწვივნენ სტუდენტთა დიზაინერული ტექნოლოგიის პროექტის გამოფენას და შეხვდნენ საგამოფენო ნიმუშების ავტორებს. ამას გარდა, მათ რობოტ კუკას სიმულატორით თვითმფრინავიც მართეს. 

პრაღაში ინფლუენსერები გაეცნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში ფაქტების შემმოწმებელ უდიდეს პლატფორმას, Demagog.cz-ს, რომელიც პოლიტიკოსთა განცხადებების გადამოწმებასა და სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციისა და ყალბი ფაქტების გამოვლენაზე მუშაობს.

ამის შემდეგ მისიის მონაწილეები აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ სტულიკს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ განიხილეს აღმოსავლეთ სამეზობლოს პოლიტიკა, რეგიონის ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრად გახდომის პერსპექტივები და ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისთვის.

მოგზაურობა მოტოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მონახულებით დასრულდა. ეს ჩეხეთის უდიდესი სამკურნალო დაწესებულებაა და სამედიცინო კვლევისა და ტესტირების უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენს. საავადმყოფოს, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტით უსარგებლია, სახურავზე ვერტმფრენის დასაფრენი მოედანი აქვს მოწყობილი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სწრაფი ტრანსპორტირებისთვის.

მოგზაურობის განმავლობაში ინფლუენსერებმა გაიღრმავეს ცოდნა ევროკავშირის ქვეყნებზე, პოლიტიკაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, გარემოსდაცვით აქტივიზმზე ევროპაში, უკრაინისადმი მხარდაჭერაზე და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე. მათ მოგზაურობაზე მეტის გასაგებად ეწვიეთ EU NEIGHBOURS east პროგრამის Instagram-ის ანგარიშს.

ShapeYourFuture ვებგვერდი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,