Skip to main content
Culture Moves Europe: რეზიდენტობისთვის შერჩეულ 93 მასპინძელს შორის საქართველოდან წარდგენილი ორგანიზაციაც მოხვდა  
[featured_image_copyright]
ივლისი 25, 2024

Culture Moves Europe: რეზიდენტობისთვის შერჩეულ 93 მასპინძელს შორის საქართველოდან წარდგენილი ორგანიზაციაც მოხვდა  


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა და „შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში მოქმედმა პროგრამამ, Culture Moves Europe („ევროპას კულტურა ამოძრავებს“), 2024 წლის 15 მაისს დასრულებულ რეზიდენტურის მასპინძელთა მესამე კონკურსის შედეგები გამოაცხადა. კულტურის სფეროდან შერჩეულ 93 ორგანიზაციას შორის საქართველოდან ერთი ორგანიზაცია მოხვდა. 

კონკურსის ფარგლებში ჯამური გრანტის მოცულობა 1.1 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს. თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი ინდივიდუალური გრანტის მოცულობა კი დამოკიდებულია პროექტის ხანგრძლივობაზე (22 დღიდან 180 დღემდე) და მოწვეული ხელოვანების რაოდენობაზე.

შერჩეული ორგანიზაციები „შემოქმედებითი ევროპის“ წევრი ქვეყნების 309 ხელოვანსა და კულტურის სფეროს პროფესიონალს უმასპინძლებენ. ეს უკანასკნელები საკონკურსო პროცესის მეორე ფაზის განმავლობაში შეირჩევიან.

წელს ყველაზე მეტი პროექტი ვიზუალური ხელოვნების, მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროებში შეირჩა. პროექტების 25%-ზე ოდნავ მეტი კი კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინისა და მოდის დიზაინის, ლიტერატურის და არქიტექტურის სექტორებს უკავშირდება. 

საქართველოდან შერჩეული ორგანიზაცია, WE SEE ITEMS, ვიზუალური ხელოვნების სექტორში მუშაობს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,