Skip to main content
EU4Culture გორში ხელოვანებსა და თემებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად ფესტივალს აწყობს
სექტემბერი 20, 2024

EU4Culture გორში ხელოვანებსა და თემებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად ფესტივალს აწყობს


20 და 21 სექტემბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture  გორის ხელოვნების სახლში ფესტივალს, Network Festival: City Stories, Diverse Voices – მოქმედება, უმასპინძლებს. 

ორდღიანი ფესტივალის მიზანია, წარმოაჩინოს EU4Culture პროექტის შედეგები და მათი გავლენა საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით სექტორზე.

ღონისძიებაში ჩაერთვება 25-მდე ქართველი ხელოვანი და კულტურის სფეროს პროფესიონალი, რომელთაც შეუერთდებიან მონაწილეები აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. საფესტივალო პროგრამა შედგება ისეთი მრავალფეროვანი აქტივობებისგან, როგორებიცაა გამოფენები, აუდიოვიზუალური და ცეკვის წარმოდგენები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები, ფილმის ჩვენებები და სხვა. 

ფესტივალზე დასწრება უფასოა და ის ყველა მსურველისთვის ღიაა. 

დამატებითი ინფორმაცია

ფესტივალის გვერდი Facebook-ზე

EU4Culture



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,