Skip to main content
პროგრამა EU4Digital საქართველოში ელ-რეცეპტის სახელმწიფოთაშორის ტესტირებას ატარებს
[featured_image_copyright]
ნოემბერი 7, 2024

პროგრამა EU4Digital საქართველოში ელ-რეცეპტის სახელმწიფოთაშორის ტესტირებას ატარებს


ჯანდაცვის პროვაიდერები და პაციენტები შეძლებენ ჯანდაცვის მონაცემთა გაუმჯობესებული ნაკადით სარგებლობას მას შემდეგ, რაც პროგრამა EU4Digital
ელ-რეცეპტის სახელმწიფოთაშორისი ტესტირების ახალ პროექტს განახორციელებს. 

ეს არის პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის სერვისების პირველი საპილოტე პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის; ამასთანავე აღსანიშნავია, რომ უახლოეს თვეებში ელ-რეცეპტის სახელმწიფოთაშორისი ტესტირება მოლდოვაშიც ჩატარდება.

ელ-რეცეპტის სერვისის საშუალებით პაციენტის სამშობლოში გაცემული დანიშნულებები ელექტრონულად ხელმისაწვდომი და მოქმედი იქნება უცხო ქვეყნების აფთიაქებში. მათთვის, ვინც მოგზაურობს, ან დროებით სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ეს ნიშნავს უცხო ექიმთან კონსულტაციისთვის და ენობრივი ბარიერებისთვის თავის არიდებას, და ამცირებს დროის კარგვის, უზუსტობების და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკებს. გარდა ამისა, სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის სერვისები, როგორიცაა ელ-რეცეპტი, აუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების პროვაიდერების ეფექტიანობას და პაციენტის უსაფრთხოებას.

EU4Digital მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შვილობილ კომპანია საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტოსთან (ITA) იმ მიზნით, რომ დაეკავშირებინა ეროვნული ელ-რეცეპტების სისტემა “OpenNCP” სერვერთან, რომელიც წარმოადგენს კარიბჭეს ოპერაციულად თავსებადი სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის სერვისებისთვის.  ეს არის პირველი ტექნიკური ნაბიჯი პროგრამის EU4Digital ელ-რეცეპტების ახალ საპილოტე პროექტში, რომელიც EU4Digital ელ-ჯანმრთელობის თემატური სფეროს საქმიანობის  ნაწილია. სერვერთან დაკავშირებისთანავე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტოს გუნდი ჩაატარებს ელ-რეცეპტების მონაცემთა სახელმწიფოთაშორისი გაცვლის ტესტირებას ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ელ-ჯანმრთელობის სერვისებთან.

შემდეგ პროგრამა EU4Digital გააკეთებს საქართველოს ელ-რეცეპტის სახელმწიფოთაშორისი საპილოტე ტესტირების ანგარიშს. პოტენციური შემდეგი ნაბიჯები მოიცავს ელ-ჯანმრთელობის წარმატებული საპილოტე პროექტების დანერგვას და თანამშრომლობის გაფართოებას სხვა აღმოსავლეთ პარტნიორებს და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. როგორც მოსალოდნელია, უკრაინა და მოლდოვა ელ-რეცეპტის საპილოტე პროექტებში უახლოეს მომავალში მიიღებენ მონაწილეობას.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,