Skip to main content
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების 2025 წლის სტიპენდიების მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო
დეკემბერი 6, 2024

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების 2025 წლის სტიპენდიების მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა 2025 წლისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის პირველი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის თემა გარემო და კლიმატის ცვლილებაა. 

კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების  – აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის. აპლიკანტები უნდა იყვნენ 18 წელს გადაცილებულები და კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ იდეა სასტიპენდიო პროექტისთვის, რომელიც სათემო ჩართულობასთან ან სამოქალაქო ტექნოლოგიასთან იქნება დაკავშირებული. 

კონკურსის ფარგლებში გაიცემა ორი სახის სტიპენდიები: სამოქალაქო ჩართულობის სტიპენდიები და ციფრული სამოქალაქო სტიპენდიები. ეს უკანასკნელი  განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ისეთი ექსპერტებისთვის, როგორებიც არიან ინჟინერ-პროგრამისტები, მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები და დიზაინერები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს საზოგადოების საკეთილდღეოდ იყენებენ.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, გადაეცემათ 5,000 ევრო პროექტის განსახორციელებლად და მიეცემათ საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა. ისინი ასევე შეძლებენ, გახდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის სტიპენდიატთა ქსელის წევრები. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 დეკემბერი. 

10 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი პოტენციური აპლიკანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს. ვებინარზე დასასწრებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

განაცხადის ფორმა

2025 წლის სასტიპენდიო განაცხადის გზამკვლევი

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 30, 2024


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,