„შემოქმედებითი ევროპა“ სამუსიკო სექტორის გამწვანების მიმართულებით კონკურსს აცხადებს
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა ევროპის სამუსიკო ეკოსისტემის მწვანე გარდაქმნისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის წასახალისებლად სულ მცირე სამი ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმს ეძებს. ახალი კონკურსის, „ევროპას მუსიკა ამოძრავებს“, ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს შეადგენს.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის, როგორც კულტურის მიმართულებით „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის წევრი ან წევრობის მოლაპარაკებებში ჩართული ქვეყნების, წარმომადგენლებს შეუძლიათ.
კონკურსის შედეგად შეირჩევა ერთი კონსორციუმი, რომელიც ამ სამ ცალკეულ, თუმცა კი ურთიერთდაკავშირებულ საქმიანობას შეასრულებს:
- შეაფასებს სამუსიკო სექტორის სტრატეგიულ საჭიროებებს იმ მიზნით, რომ გამოავლინოს შესაცლელი პრაქტიკები და განსაზღვროს სექტორისთვის საუკეთესო მწვანე პრაქტიკები.
- შექმნას კომპეტენციების განმავითარებელი, ცნობიერების ამამაღლებელი და სატრენინგო პროგრამა, რათა დაეხმაროს სამუსიკო სექტორს მწვანე გარდაქმნისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებასა და ცოდნის გაღრმავებაში.
- შეადგინოს ფინანსური მხარდაჭერის სქემა სამუსიკო სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისთვის ფინანსების გადასანაწილებლად, რათა მათ შეძლონ ინოვაციური საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა მწვანე გარდაქმნისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის მისაღწევად.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 19 თებერვალი.
საკონკურსო წინადადებების შეტანა შეუძლიათ კონკურსში ნებადართული სულ მცირე სამი ქვეყნის წარმომადგენელი სამი დამოუკიდებელი ერთეულისგან (არააფილირებული ერთეულებისგან) შემდგარ კონსორციუმებს.
ინიციატივა, „ევროპას მუსიკა ამოძრავებს“, ევროპაში მრავალფეროვანი, კონკურენტუნარიანი, ინოვაციური და მდგრადი სამუსიკო სექტორის შექმნას უჭერს მხარს.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]