Skip to main content
ENPARD საქართველოს რეგიონებში მოქმედი ბიზნესებისა და სტარტაპებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
იანვარი 22, 2025

ENPARD საქართველოს რეგიონებში მოქმედი ბიზნესებისა და სტარტაპებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს


„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრი“, ევროკავშირთან თანამშრომლობით, ზესტაფონის, წყალტუბოს, ვანის, ყვარლის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მოქმედი ბიზნესებისა და სტარტაპებისთვის მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს.

დაფინანსება სამიზნე რეგიონებში მცირე ბიზნესის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას მოხმარდება.

სტარტაპებს განაცხადის შეტანა შეუძლიათ 14,500 ლარიდან 130,500 ლარამდე ოდენობის გრანტების მოსაპოვებლად. არსებული ბიზნესის გასავითარებლად კი 43,500 ლარიდან 145,000 ლარამდე ოდენობის გრანტები გაიცემა. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 იანვარი.

კონკურსი ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში ცხადდება. პროგრამის მიზანი საქართველოს რეგიონებში ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობაა. პროგრამის მიმდინარე ფაზა ეთმობა რეგიონების გამოცოცხლებას, დაბალანსებული და მრავალსექტორული განვითარების წახალისებას და  საქართველოს ოთხ რეგიონში  – კახეთში, იმერეთში, გურიაში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში  –  მცხოვრებთა ეკონომიკური და სოციალური ყოფის სტრუქტურული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

დახურვის თარიღი:

იანვარი 27, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,