Skip to main content
EU4Culture შემოქმედებითი ადამიანებისთვის განკუთვნილ საგრანტო განაცხადების წერის ონლაინკურსს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის
იანვარი 27, 2025

EU4Culture შემოქმედებითი ადამიანებისთვის განკუთვნილ საგრანტო განაცხადების წერის ონლაინკურსს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მცხოვრები ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის განკუთვნილ საგრანტო განაცხადების წერის ონლაინკურსს უკვე ფართო საზოგადოებასაც სთავაზობს. კურსი ხელმისაწვდომია უკრაინულ ციფრულ პლატფორმაზე, cases.media, 2027 წლის ბოლომდე.

ონლაინკურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც კულტურული აქტივობებისა და პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირის დაფინანსების მოპოვება სურს. კურსი შედგება ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო ვიდეოებისგან, რომელთაც ერთვის სუბტიტრები ქართულ, აზერბაიჯანულ, რუმინულ, სომხურ  და უკრაინულ ენებზე. 

კურსი მოიცავს ლექციებს შემდეგ თემებზე:

● გრანტების ტიპები და მათი მნიშვნელობა;

● საგრანტო განაცხადის წერის უნარ-ჩვევები და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების მეთოდები;

● ბიუჯეტის მომზადების სტრატეგიები და განაცხადისთვის საჭირო იურიდიული დოკუმენტაციის მიმოხილვა;

● ეფექტიანი კომუნიკაცია დონორებთან;

● პროექტის ანგარიშის შედგენა.

კურსის გავლის მსურველები cases.media პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდნენ.

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 31, 2027


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,