ETF-ის მწვანე უნარების მეხუთე კონკურსი მდგრადობის მხარდამჭერ ინოვაციურ მიდგომებს ეძებს
3 თებერვალს ევროპის განათლების ფონდმა (ETF) მწვანე უნარების მეხუთე კონკურსი გამოაცხადა. ინიციატივის მიზანია მდგრადობისა და პროგრესის წახალისება გარემოს დაცვის კუთხით პასუხისმგებლობიანი განათლების, სწავლებისა და უნარების განმავითარებელი ღონისძიებების მხარდაჭერით. კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის.
ETF ეძებს მწვანე უნარების განმავითარებელ წარმატებულ ინიციატივებს, რომელთა გავლენითაც გლობალურ დონეზე გახდება შესაძლებელი ცვლილებების წახალისება.
ჯილდო შეიძლება გადაეცეს ინდივიდებს, საწარმოებს, სასწავლო ცენტრებს, ინდუსტრიებს, საჯარო ინსტიტუტებს, დასაქმების საჯარო სამსახურებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სკოლებს, რომლებიც ზრუნავენ იმისთვის, რომ ადამიანები მწვანე ეკონომიკისთვის საჭირო უნარებით აღჭურვონ.
საერთაშორისო ჟიური შეარჩევს ხუთ ფინალისტს, რომელთაგან გამარჯვებულიც საჯარო კენჭისყრით განისაზღვრება. ასევე გამოვლინდება კიდევ ერთი გამარჯვებული #ForOurPlanet (#ჩვენიპლანეტისთვის) კატეგორიაში. გამარჯვებულები მიიღებენ 2025 წლის ETF-ის მწვანე უნარების ჯილდოს, დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევას და ETF-ის საკომუნიკაციო არხებით ცნობადობის გაზრდისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნის შესაძლებლობებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2025 წლის 7 მარტამდე (23:59 საათამდე, ცენტრალური ევროპული დროით) უნდა შეავსონ განაცხადის ონლაინფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.
გასულ ფინალისტებს შორის საქართველოდან სამი პროექტი მოხვდა: „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“, „K4S აკადემია“ და „კონსტრუქტ2“.
ევროპის განათლების ფონდი (ETF) ევროკავშირის სააგენტოა, რომელიც ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში განათლების, სწავლებისა და შრომის ბაზრის სისტემების რეფორმირებას უჭერს მხარს. ETF მდგრადობას უნარების განვითარებით აძლიერებს და საზოგადოებებს ნახშირბადნეიტრალურ და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლაში ეხმარება.
2021 წელს დაარსებული კონკურსი დღეს ცირკულარული და ნახშირბადნეიტრალური ეკონომიკისთვის საჭირო უნარების განმავითარებელი საუკეთესო პრაქტიკის წარმომჩენ წამყვან პლატფორმას წარმოადგენს.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]