„შემოქმედებითი ევროპა“ საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე ტრენინგს გამართავს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე პროფესიონალებს ორკვირიან ტრენინგზე იწვევს. კატასტროფის რისკების მართვაზე ორგანიზებული ტრენინგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა სტიქიურ უბედურებათა მზარდი საფრთხეები, ექსტრემალური ამინდი და კონფლიქტები.
ტრენინგი 2025 წლის მაისის ბოლოს დაიწყება და მოიცავს როგორც ონლაინსესიებს, ასევე ფიზიკურ შეხვედრებს (ლატვიაში), რასაც მოჰყვება ექვსთვიანი საველე პროექტები მონაწილეთა მშობლიურ ქვეყნებში.
ტრენინგი პროექტის, „READY – კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კატასტროფებისგან, ამინდის ექსტრემალური მოვლენებისა და რთული საგანგებო სიტუაციებისგან“, ნაწილია. მას „შემოქმედებითი ევროპა“ კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრთან (ICCROM) პარტნიორობით აფინანსებს.
ტრენინგი პროფესიონალებს მოამარაგებს ტექნიკური ექსპერტიზითა და პრაქტიკული ცოდნით, რაც მათ კრიზისულ ვითარებაში კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ინტერდისციპლინური მეთოდების გამოყენებას შეაძლებინებს. სწავლება დაფუძნებულია ICCROM-ის პროგრამაზე, „კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება და მდგრადობა კრიზისის დროს“ (FAR).
ტრენინგის მონაწილეები უნდა იყვნენ „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებიდან, რომელთა რიცხვში საქართველოც არის.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 აპრილი.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]