ENPARD: ვაზის სხვლის უახლესი მეთოდების შესასწავლი ვიდეო-კურსები უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი
ქართველ მევენახეებს შეუძლიათ შეიძინონ სიღრმისეული ცოდნა ვენახებში ვაზის ზამთრისა და მწვანე სხვლის მეთოდების შესახებ, რაც ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ტექნიკური ონლაინ ვიდეო-კურსების საშუალებით არის შესაძლებელი.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ვენახის ინტეგრირებული მართვის საერთაშორისო ექსპერტის, ხულიო პრიეტო დიაზის ვიდეო-კურსები, რომლებიც უკვე ქართულ ენაზეა გახმოვანებული, ხელმისაწვდომია ვებსაიტზე pruning.ge.
ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა ევროკავშირის და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით შექმნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში.
ონლაინ საგანმანათლებლო კურსების მიზანია ქვეყნის ღვინის სექტორის მხარდაჭერა მისი კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად როგორც ქართულ, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ბაზრებზე ყურძნის გაუმჯობესებული წარმოების საშუალებით. ამასთანავე, ვენახის კარგი მენეჯმენტის უზრუნველყოფა, რაც ასევე მოიცავს სხვლის საუკეთესო უახლეს ტექნოლოგიებს, იძლევა ოპტიმიზაციის და ფიტოსანიტარული ჩარევის შემცირების საშუალებას, რასაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს გარემოს მდგრადობისა და მომხმარებლამდე უფრო უვნებელი სურსათის მიწოდების თვალსაზრისით.
Pruning.ge ორ ვიდეო-კურსს მოიცავს: ვენახის სხვლა და ფორმირება და მწვანე სხვლა.
„ონლაინ კურსები შესანიშნავი შესაძლებლობაა ქვეყნის ღვინის სექტორისთვის, რათა მან მოახდინოს ადაპტაცია და გაუმკლავდეს კლიმატთან და დაავადებებთან დაკავშირებულ რისკებს, და იმავდროულად აწარმოოს ღვინოები, რომლებიც უფრო კონკურენტუნარიანია როგორც ეროვნულ, ისე ევროპულ ბაზრებზე“, – თქვა FAO-ს პროგრამის მენეჯერმა გვიდო აგოსტინუჩიმ.
პრაქტიკისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებით დაინტერესებულ ღვინის სექტორის წარმომდგენლებს შეუძლიათ შეავსონ ონლაინ ფორმა.
დამატებით ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]